შესვლა

 
 

ორგანიზაციის თელავის ოფისი.



ორგანიზაციის თელავის ოფისი.



ა(ა)იპ „ნაბიჯი  მომავლისკენ“ აცხადებს კონკურსს აუთრიჩ-სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე.
 
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის  რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა  აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.
სამუშაო ადგილი:  ახალციხე–  განაკვეთი: 50 %, ბორჯომი–  განაკვეთი 30%;
სამიზნე ჯგუფი: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები.
ძირითადი მოვალეობები:*  ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთან განახორციელოს ყოველდღიური საველე სოციალური მუშაობა (ე.წ. აუთრიჩი),  რაც გულისხმობს:    –  მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და შეფასებას,   –  კონსულტირებას ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის ჯანმთელობის და სხვა  საკითხებზე(რისკის კონსულტირებას);   –  საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების მიწოდებას;   –  ერთჯერადი სტერილური სამედიცინო და სხვა მასალების მიწოდებას.* საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს კლიენტისთვის თანმხლების როლი სოციალური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაცია/დაწესებულებებში;* შესთავაზოს კლიენტს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა მომსახურეობა. * დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს ორგანიზაციის მობილური ამბულატორიის სამუშაო გასვლებს (სამიზნე აუდიტორიის აივ-სა და სხვა ინფექციებზე ტესტირებისთვის) სამცხე ჯავახეთის რეგიონში.* მოახდინოს აუთრიჩ–საქმიანობის ყოველდღიური და ყოველთვიური დოკუმენტირება და ანალიზი.

მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება.
უნარები:* კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;

* გუნდური მუშაობის  უნარი;

* პროგრამის კლიენტებისათვის დახმარების სურვილი;

* კლიენტის ანონიმურობისა და პირადი საიდუმლოს დაცვის უნარი;

* უშუალობა;* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

* მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის უნარ–ჩვევები;

* საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc.).

 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com არა უგვიანეს 2017წლის 20 იანვრისა. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი
 



ა(ა)იპ „ნაბიჯი  მომავლისკენ“ აცხადებს კონკურს მობილური ამბულატორიის VCTკონსულტანტის პოზიციაზე: 
 
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“  არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც  შიდა ქართლის,  სამცხე–ჯავახეთის და კახეთის  რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა  აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.

სამუშაო ადგილი:   გორი.
 განაკვეთი:  80%.
 სამიზნე ჯგუფი:  ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები.

ძირითადი მოვალეობები:*მობილური ამბულატორიის  VCT კონსულტანტი ახორციელებს ნარკოტიკების ინიექციურ მომახმარებელთა და მათი პარტნიორების ნებაყოფლობით კონსულტირებას აივ-ით, ჰეპატიტებით და სგგდ-ებით დაინფიცირების რისკის შემცირებისთვის, ატარებს აივ-ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე  ტესტირების წინა და ტესტირების შემდგომ კონსულტაციებს.
* ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის მიზნით ახორციელებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს დროულ რეფერირებას სპეციალიზირებულ კლინიკებში.
* ატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს თანასწორთათვის ზიანის შემცირების საკითხებზე - ზედოზირება, აივ/ინფექცია, ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ტუბერკულოზი,  სგგი;
* ახორციელებს ნარკო-მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ დახმარებას ქცევის შეცვლასა და უსაფრთხო ქცევის შენარჩუნებაში.
* ატარებს ტრენინგებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების საკითხებზე და ამზადებს პროექტის ბენეფიციარებს თანასწორგანმანათლებლებად.
* ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული სარისკო ქცევებზე.
* ახდენს ჩატარებული საქმიანობის დოკუმენტირებას.
აუცილებელი კვალიფიკაცია:* უმაღლესი დიპლომირებული სამედიცინო განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
* აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის ქონა,
* საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი და შესაბამისი ტრენინგების ან კურსების მოსმენის დამადასტურებელი სერთიფიკატების არსებობა,
უნარები:
* კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
* პროგრამის კლიენტების მიმღებლობა და მათ დახმარების სურვილი;
* პრეზენტაციული უნარ-ჩვევები;
* უშუალობა და კლიენტების კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
* მოთმენისა და მოსმენის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; *
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc. Powerpoint ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com  არა უგვიანეს 2018  წლის  20  აინვრისა."Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი



2017 წლის 24 სექტემბერს პროექტის "ახალი გზა" ბენეფიციარები ეწვივნენ ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ შ.პ.ს. "თაფლიკაცს". 
 
პროექტი “ ახალი გზა“  ხორციელდებოდა PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

 

#EU4Georgia  #PINGeorgia 



2017 წლის 9 სექტემბერს მოხდა პროექტის "ახალი გზა" ბენეფიციარებისთვის სკების გადაცემა. 
 
პროექტი “ ახალი გზა“  ხორციელდებოდა PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

 

#EU4Georgia  #PINGeorgia 



2017 წლის 31 აგვისტოს „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ქალაქ გორში ეროვნული კაპანიის ფარგლებში გაიმართა ხეების დარგვის აქცია, რომლის ძირითადი გზავნილია:„გადავარჩინოთ სიცოცხლე!“

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისკენ" მხარდამჭერები იყვნენ: „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ (GHRN); (GeNPUD) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სანერგე მეურნეობა, რომლის მხრიდანაც აქციისთვის ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადმოეცა დამატებით 10 კვიპაროსის ხე დასარგავად.



2017 წლის 30 აგვისტოს გორში უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.



2017 წლის 28 ივლისს, ორგანიზაციამ "ნაბიჯი მომავლისკენ" გორში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე "C ჰეპატიტის ელიმინაცია" მოაწილეებმა იმსჯელეს ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და იმ ბარიერებზე, რომელსაც აწყდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები ჰეპატიტის დიაგნოტიკა/მკუნალობის პროცესში.
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელის ქ-ნ ეკა ქორჩაშვილის  მიერ  წარდგენილ იქნა ცე ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის შედეგები შიდა ქართლში, ხოლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი იყო პაციენტთა თემის როლზე ელიმინაციის პროგრამაში, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული კომპონენტის  მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. 
 

ამავე დღეს და 31 ივლისს, ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისკენ" მიერ მოეწყო საინფორმაციო აქცია და C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო სკინინგი გორში და ადგილობრივი მუნიციპლიტეტთან ერთობლივი დაგეგმვით  და თანამშრომლობით ბორჯომში.



26 ივნისს მსოფლიო წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით შექმნილი ბროშურის სანახავად გადადით ლინკზე: 
http://www.ohchr.org/EN/Issues/Torture/IntDay/2017/Pages/Index.aspx


გამოკითხვა

რამდენი წლის ბრძანდებით?
<18
25%
18-25
25%
26-35
38%
36-45
0%
46-55
13%
>55
0%
სულ: 8