ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს კონკურსს აუთრიჩ-სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.
სამუშაო ადგილი: ახალციხე– განაკვეთი: 50 %, ბორჯომი– განაკვეთი 30%;
სამიზნე ჯგუფი: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები.
ძირითადი მოვალეობები:* ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთან განახორციელოს ყოველდღიური საველე სოციალური მუშაობა (ე.წ. აუთრიჩი), რაც გულისხმობს: – მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და შეფასებას, – კონსულტირებას ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის ჯანმთელობის და სხვა საკითხებზე(რისკის კონსულტირებას); – საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების მიწოდებას; – ერთჯერადი სტერილური სამედიცინო და სხვა მასალების მიწოდებას.* საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს კლიენტისთვის თანმხლების როლი სოციალური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაცია/დაწესებულებებში;* შესთავაზოს კლიენტს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა მომსახურეობა. * დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს ორგანიზაციის მობილური ამბულატორიის სამუშაო გასვლებს (სამიზნე აუდიტორიის აივ-სა და სხვა ინფექციებზე ტესტირებისთვის) სამცხე ჯავახეთის რეგიონში.* მოახდინოს აუთრიჩ–საქმიანობის ყოველდღიური და ყოველთვიური დოკუმენტირება და ანალიზი.

მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
უნარები:* კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროგრამის კლიენტებისათვის დახმარების სურვილი;
  • კლიენტის ანონიმურობისა და პირადი საიდუმლოს დაცვის უნარი;
  • უშუალობა;* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის უნარ–ჩვევები;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc.). გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com არა უგვიანეს 2017წლის 20 იანვრისა. “Subject”-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი