ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს კონკურს მობილური ამბულატორიის VCTკონსულტანტის პოზიციაზე

ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს კონკურს მობილური ამბულატორიის VCTკონსულტანტის პოზიციაზე:

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.

სამუშაო ადგილი: გორი.
განაკვეთი: 80%.
სამიზნე ჯგუფი: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები.

ძირითადი მოვალეობები:*მობილური ამბულატორიის VCT კონსულტანტი ახორციელებს ნარკოტიკების ინიექციურ მომახმარებელთა და მათი პარტნიორების ნებაყოფლობით კონსულტირებას აივ-ით, ჰეპატიტებით და სგგდ-ებით დაინფიცირების რისკის შემცირებისთვის, ატარებს აივ-ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე ტესტირების წინა და ტესტირების შემდგომ კონსულტაციებს.

  • ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის მიზნით ახორციელებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს დროულ რეფერირებას სპეციალიზირებულ კლინიკებში.
  • ატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს თანასწორთათვის ზიანის შემცირების საკითხებზე – ზედოზირება, აივ/ინფექცია, ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ტუბერკულოზი, სგგი;
  • ახორციელებს ნარკო-მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ დახმარებას ქცევის შეცვლასა და უსაფრთხო ქცევის შენარჩუნებაში.
  • ატარებს ტრენინგებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების საკითხებზე და ამზადებს პროექტის ბენეფიციარებს თანასწორგანმანათლებლებად.
  • ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული სარისკო ქცევებზე.
  • ახდენს ჩატარებული საქმიანობის დოკუმენტირებას.
    აუცილებელი კვალიფიკაცია:* უმაღლესი დიპლომირებული სამედიცინო განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
  • აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის ქონა,
  • საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი და შესაბამისი ტრენინგების ან კურსების მოსმენის დამადასტურებელი სერთიფიკატების არსებობა,
    უნარები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
  • პროგრამის კლიენტების მიმღებლობა და მათ დახმარების სურვილი;
  • პრეზენტაციული უნარ-ჩვევები;
  • უშუალობა და კლიენტების კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
  • მოთმენისა და მოსმენის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; *
    საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc. Powerpoint ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com არა უგვიანეს 2018 წლის 20 აინვრისა.”Subject”-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი