ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ინფორმატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
ინფორმაციული ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა (სავალდებულოა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
სასურველია მასწავლებლად/რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება
შერჩევის პროცესი განხორციელდება 2 ეტაპად:
რეზიუმეების განხილვა;
გასაუბრება.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 100$-ის ექვივალენტი ყველა გადასახადის ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com
წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.
გისურვებთ წარმატებებს!