ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას 16-დან 30 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის კომპიუტერული უნარ- ჩვევების საბაზისო კურსზე.
რეგისტრაციისთვის სავალდებულოა, რომ მონაწილე იყოს უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი ან ომის შედეგად წამების მსხვერპლის ოჯახის წევრი.
საბაზისო კურსის ფარგლებში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ:
ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი ცნებები და პრინციპები, კომპიუტერის გამოყენება და ფაილების მენეჯერი;
ტექსტების ელექტრონული დამუშავება (Word);
ელექტრონული ცხრილები (Excel);
CV/რეზიუმეს შედგენა;
სამსახურის ძიების ეფექტური გზები.
სწავლების პერიოდი:
• აპრილიდან – ივნისამდე (გაზაფხულის სემესტრი)
• სექტემბრიდან – ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრი)
სწავლა უფასოა!
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2019 წლის 10 აპრილამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და დატოვეთ ორგანიზაციის გორის ოფისში მისამართზე ქ. გორი, ბესიკის ქ. #3 ან გააგზავნეთ ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 0 370 27 01 72
კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებებს!