ისტორია

2006  წლიდან  ორგანიზაცია არიას ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს ქსელის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობებში.
 
2007  წლის  აპრილდან დღემდე ორგანიზაცია გლობალური  ფონდის ,,აივ/შიდსის პრევენციის და კონტროლის ეფექტური განხორციელების მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენციას (კომპონენტი II  -  ,, შპრიცების გაცვლის“ პროგრამა და ნკტ ცენტრი).
 
2008 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე ორგანიზაცია  „ ძალადობისგან დაცვის ცენტრის“   რეგიონალურ ოფისთან ერთად ახორციელებდა პროექტს  ,, ქალწამალდამოკიდებულთათვის სერვისების შეთავაზების მოდელი“ (დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI )
 
2009 წელს  ორგანიზაცია ახორციელებდა 6 თვიან საპილოტო პროექტს, ,,ზედოზირების შემთხვევათა“ მართვა ( დონორი ღია საზოგადოების ინსტიტუტიOOSI და OSGF).
 
2010 წელს ორგანიზაციამ განახორციელა ადვოკაციური  პროექტი: „ სტრატეგიული შეხვედრა ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოში“ (დონორი ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI ).
 
2010 წელს ორგანიზაციამ განახორციელა 9 თვიანი პროექტი ,,აივ/შიდსის და ტუბერკულიოზის კონტროლი მაღალი რისკის პოპულაციაში და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკაცია (დონორი ITPC  და TIDES ).
 
2011 წლის 1 იანვრიდან  დღემდე ორგანიზაცია  ახორციელებს პროექტს  ,,უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ფსიქოსოციალური დახმარება“ (დონორი ICRC ).
 
2010 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია წამალდამოკიდებულ ქალთათვის ახორციელებს პროექტს „ნაბიჯი +“   ( დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI ).
 
2011 წლის 21 ივლისიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში“ ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI).
 
2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს "ფემინა" ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI)
 
2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს "ბილიკი" ( დონორი -  ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI).