2015 წელი C-ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა

"2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება" - აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 
 
მინისტრის გზავნილებია:
 
1.ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს ყველა ის
მოქალაქე, ვისაც ეს დაავადება აქვს. მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება
ყველასთვის, მათ შორის პატიმრებისთვისაც.
2. არ მოხდება პრევენცია-ვერ განხორციელდება ელიმინაცია!
3. C ჰეპატიტის მკურნალობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი
გაუმჯობესდება. მკურნალობა გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
 
მინისტრმა აქციაში მონაწილეობისთვის გამოიწვია:

1. საქართველოს მთავრობის წევრები
2. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
3. სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების აქტიურ წევრები.