ორგანიზაცია მართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან

კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ" 2015 წლის 17 ივნისს, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდება პროექტის "ერთად დავამარხოთ  C ჰეპატიტი" პრეზენტაცია, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისა და სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაცნობა და განხილვა.