ერთად დავამარცხოთ C-ჰეპატიტი

17 ივლისს, ქალაქ გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოხდა პროექტის „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ პრეზენტაცია, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაცნობა/განხილვა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის ფასილიტატორი იყო ორგანიზაციის დირექტორი- ქეთევან ბიძინაშვილი.

რა არის C ჰეპატიტი?

C  ჰეპატიტი არის ინფექციური, ქრონიკულად მიმდინარე, პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. C ჰეპატიტი გადაეცემა სისხლით: არასტერილური ნემსების,შპრიცების და სხვა საინფექციო ატრიბუტიკის გამოყენებისას, ნარკოტიკის მოსამზადებლადსაზიარო აღჭურვილობის (ნემსი,შპრიცი,ფლტრი,ჭურჭელი) გამოყენებისას, ინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმისას, ინფიცირებული პირის მიერ ნახმარი პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, საპარსი საშუალება, მაკრატელი) გაზიარებისას, მანიკური/პედიკურისდა ტატუირების/პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებისას. ასევე ვირუსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით: დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. რისკს ზრდის სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების არსებობა. არსებობს ორსულობისა და მშობიარობის დროს დედიდან შვილზე გადაცემის რისკიც.

C ჰეპატიტი არ გადაეცემა საყოფაცხოვრებო კონტაქტებით (დაცემინება, დახველება, ხელის ჩამორთმევა,საზიარო ჭურჭელი) და ძუძუთი კვების დროს.

როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტისგან?

გამოიყენეთ ერთჯერადი და სტერილური საინფექციო, სამედიცინო სტომატოლოგიური საშუალებები, არ გამოიყენოთ სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მაკრატელი). მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისგან.

C ჰეპატიტის პრევალენტობა (ფართოდ გავრცელება) საქართველოში და რისკ ჯგუფებში სტატისტიკის მიხედვით ასეთია: სტატისტიკური მონაცემები მთლიანად მოსახლეობაში საქართველოში რეგიონების მიხედვით არ არის ცნობილი, შიდა ქართლში “ნაბიჯი მომავლისკენ” ნკტ ცენტრის მონაცემებით რისკ ჯგუფის წარმომადგენლებში 2012 წელს გამოკვლეული271 პირიდან HCV ანტისხეულები აღმოაჩნდა 121–ს (44,6%), 2013 წელს გამოკვლეული658 პირიდან HCV ანტისხეულები აღმოაჩნდა249–ს (37,8%) , 2014 წლის იანვრიდან წლის ბოლომდე გამოკვლეულ 455პირიდან HCV ანტისხეულები 182–ს (40%).

ჩაერთე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში!

პროგრამაში ჩართვა შუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს,რომელიც დაინფიცირებულია C ჰეპატიტით. პროგრამა მოიცავს Cჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე, მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კლევების ჩატარებას, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას C ჰეპატიტის სამკურნალომედიკამენტებით.
პროგრამაში ჩასართავად სერვის-ცენტრებში 4500 ადამიანია დარეგისტრირებული.

С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის" 10 000 ფლაკონი აგვისტოსბოლოს შემოვა.
პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცხრაასამდე პაციენტი უკვე ჩაერთო.
 C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელ კვლევებს პირებისთვს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, კვლევები უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია -30%-ით დააფინანსებს. თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს კი თანხის მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო მათ 30%-ით, ხოლო თბილისის მერია -60%-ით დააფინანსებს. 

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო გამოკვლევების დოკუმენტაციის ჩამონათვალი.

დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლოპერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკურიტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი(პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

პროგრამაში ჩართვისთვის მიმართეთ:

სოციალური მომსახურების სააგენტო, მისამართი: ქალაქი გორი, გელდიაშვილის ქუჩა#3. ტელ: (0370) 27 17 53; 27 52 76; 27 45 24.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ზახი:1505.

2015 წელი, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. 28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა!

როგორ ვმართოთ C ჰეპატიტი, როგორ ვუმკურნალოთ?

ქეთევან ბიძინაშვილი - (ა(ა)იპ “ნაბიჯი მომავლისკენ” დირექტორი– ორგანიზაციის ოფისში, C ჰეპატიტის პაციენტის სკოლის ფარგლებში  ტარდება უფასო ტრენინგები , რომლის მიზანია - დაეხმაროს C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რათა შეეგუონ ახალ რეალობას და შეაფერხონ დაავადების პროგრესირება.

ტრენინგებზე კონკრეტულ რჩევებს მიიღებთ - თუ როგორ შეიძლება დაავადების მართვა, როგორი დიეტის დაცვაა სასურველი,   როგორ დაიცვათ ახლობლები ინფიცირებისაგან დაა.შ. 

ტრეინიგები არ შეიძლება ჩაითვალოს ექიმთან სამედიცინო კონსულტაციის ალტერნატივად. C ჰეპატიტისმართვა, მონიტორინგი და მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.  

ნებისმიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ქალაქი გორი, კომბინატის დასახლება, ბესიკის ქუჩა 3/6.
ტელეფონის ცხელი ხაზი: 270172 
ვებ გვერდი: WWW. NABIJI.COM