ჰეპატიტების მსოფლიო დღე

2017 წლის 28 ივლისს, ორგანიზაციამ "ნაბიჯი მომავლისკენ" გორში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე "C ჰეპატიტის ელიმინაცია" მოაწილეებმა იმსჯელეს ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და იმ ბარიერებზე, რომელსაც აწყდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები ჰეპატიტის დიაგნოტიკა/მკუნალობის პროცესში.
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელის ქ-ნ ეკა ქორჩაშვილის  მიერ  წარდგენილ იქნა ცე ჰეპატიტის სკრინინგის და მკურნალობის შედეგები შიდა ქართლში, ხოლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი იყო პაციენტთა თემის როლზე ელიმინაციის პროგრამაში, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნული კომპონენტის  მნიშვნელობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. 
 

ამავე დღეს და 31 ივლისს, ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისკენ" მიერ მოეწყო საინფორმაციო აქცია და C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო სკინინგი გორში და ადგილობრივი მუნიციპლიტეტთან ერთობლივი დაგეგმვით  და თანამშრომლობით ბორჯომში.