31 აგვისტო - ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

2017 წლის 31 აგვისტოს „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ქალაქ გორში ეროვნული კაპანიის ფარგლებში გაიმართა ხეების დარგვის აქცია, რომლის ძირითადი გზავნილია:„გადავარჩინოთ სიცოცხლე!“

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის "ნაბიჯი მომავლისკენ" მხარდამჭერები იყვნენ: „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ (GHRN); (GeNPUD) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სანერგე მეურნეობა, რომლის მხრიდანაც აქციისთვის ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადმოეცა დამატებით 10 კვიპაროსის ხე დასარგავად.