ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს კონკურს მობილური ამბულატორიის VCTკონსულტანტის პოზიციაზე

ა(ა)იპ „ნაბიჯი  მომავლისკენ“ აცხადებს კონკურს მობილური ამბულატორიის VCTკონსულტანტის პოზიციაზე: 
 
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“  არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც  შიდა ქართლის,  სამცხე–ჯავახეთის და კახეთის  რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა  აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.

სამუშაო ადგილი:   გორი.
 განაკვეთი:  80%.
 სამიზნე ჯგუფი:  ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები.

ძირითადი მოვალეობები:*მობილური ამბულატორიის  VCT კონსულტანტი ახორციელებს ნარკოტიკების ინიექციურ მომახმარებელთა და მათი პარტნიორების ნებაყოფლობით კონსულტირებას აივ-ით, ჰეპატიტებით და სგგდ-ებით დაინფიცირების რისკის შემცირებისთვის, ატარებს აივ-ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე  ტესტირების წინა და ტესტირების შემდგომ კონსულტაციებს.
* ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის მიზნით ახორციელებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს დროულ რეფერირებას სპეციალიზირებულ კლინიკებში.
* ატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს თანასწორთათვის ზიანის შემცირების საკითხებზე - ზედოზირება, აივ/ინფექცია, ჰეპატიტები, უსაფრთხო ინექცია, ტუბერკულოზი,  სგგი;
* ახორციელებს ნარკო-მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ დახმარებას ქცევის შეცვლასა და უსაფრთხო ქცევის შენარჩუნებაში.
* ატარებს ტრენინგებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების საკითხებზე და ამზადებს პროექტის ბენეფიციარებს თანასწორგანმანათლებლებად.
* ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული სარისკო ქცევებზე.
* ახდენს ჩატარებული საქმიანობის დოკუმენტირებას.
აუცილებელი კვალიფიკაცია:* უმაღლესი დიპლომირებული სამედიცინო განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
* აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის ქონა,
* საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი და შესაბამისი ტრენინგების ან კურსების მოსმენის დამადასტურებელი სერთიფიკატების არსებობა,
უნარები:
* კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
* პროგრამის კლიენტების მიმღებლობა და მათ დახმარების სურვილი;
* პრეზენტაციული უნარ-ჩვევები;
* უშუალობა და კლიენტების კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
* მოთმენისა და მოსმენის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; * 
საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc. Powerpoint ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com  არა უგვიანეს 2018  წლის  20  აინვრისა."Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი