ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ აცხადებს კონკურსს აუთრიჩ-სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  ა(ა)იპ „ნაბიჯი მომავლისკენ“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის და კახეთის  რეგიონში 2007 წლიდან ახორციელებს  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა  აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.
სამუშაო ადგილი:  ახალციხე–  განაკვეთი: 50 %, ბორჯომი–  განაკვეთი 30%;
სამიზნე ჯგუფი: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები.
ძირითადი მოვალეობები:*  ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთან განახორციელოს ყოველდღიური საველე სოციალური მუშაობა (ე.წ. აუთრიჩი),  რაც გულისხმობს:    –  მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და შეფასებას,   –  კონსულტირებას ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის ჯანმთელობის და სხვა  საკითხებზე(რისკის კონსულტირებას);   –  საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების მიწოდებას;   –  ერთჯერადი სტერილური სამედიცინო და სხვა მასალების მიწოდებას.* საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს კლიენტისთვის თანმხლების როლი სოციალური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაცია/დაწესებულებებში;* შესთავაზოს კლიენტს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა მომსახურეობა. * დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს ორგანიზაციის მობილური ამბულატორიის სამუშაო გასვლებს (სამიზნე აუდიტორიის აივ-სა და სხვა ინფექციებზე ტესტირებისთვის) სამცხე ჯავახეთის რეგიონში.* მოახდინოს აუთრიჩ–საქმიანობის ყოველდღიური და ყოველთვიური დოკუმენტირება და ანალიზი.

მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება.
უნარები:* კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;

* გუნდური მუშაობის  უნარი;

* პროგრამის კლიენტებისათვის დახმარების სურვილი;

* კლიენტის ანონიმურობისა და პირადი საიდუმლოს დაცვის უნარი;

* უშუალობა;* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

* მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის უნარ–ჩვევები;

* საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc.).

 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: nabiji02@gmail.com არა უგვიანეს 2017წლის 20 იანვრისა. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599370255 – ქეთევან ბიძინაშვილი