ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსი

ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსი

ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას 12-დან 18 წლის ჩათვლით მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ზოგადი ინგლისური ენის შესწავლის კურსებზე.

რეგისტრაციისთვის სავალდებულოა, რომ მონაწილე იყოს უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი ან ომის შედეგად წამების მსხვერპლის ოჯახის წევრი.

ჯგუფები გაიხსნება შემდეგი 3 დონის მიხედვით:

1. Beginner

2. Elementary

3. Pre-Intermediate

სწავლების პერიოდი:

• აპრილიდან - ივნისამდე (გაზაფხულის სემესტრი)
• სექტემბრიდან - ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრი)

სწავლა უფასოა!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, 2019 წლის 10 აპრილამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და დატოვეთ ორგანიზაციის გორის ოფისში მისამართზე ქ. გორი, ბესიკის ქ. #3 ან გააგზავნეთ ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 0 370 27 01 72

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებებს!

ფაილი: 
მიმაგრებული ფაილიზომა
ფაილი ინგლისური ენის სარეგისტრაციო ფორმა (1).docx14.75 კბ