კომპიუტერული უნარ- ჩვევების უფასო, საბაზისო კურსი

ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას 16-დან 30 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის კომპიუტერული უნარ- ჩვევების საბაზისო კურსზე.

რეგისტრაციისთვის სავალდებულოა, რომ მონაწილე იყოს უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახის წევრი ან ომის შედეგად წამების მსხვერპლის ოჯახის წევრი.

 

საბაზისო კურსის ფარგლებში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ:

  1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი ცნებები და პრინციპები, კომპიუტერის გამოყენება და ფაილების მენეჯერი;
  2. ტექსტების ელექტრონული დამუშავება (Word);
  3. ელექტრონული ცხრილები (Excel);
  4. CV/რეზიუმეს შედგენა;
  5. სამსახურის ძიების ეფექტური გზები.

 

სწავლების პერიოდი:
• აპრილიდან - ივნისამდე (გაზაფხულის სემესტრი)
• სექტემბრიდან - ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრი)

სწავლა უფასოა!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2019 წლის 10 აპრილამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და დატოვეთ ორგანიზაციის გორის ოფისში მისამართზე ქ. გორი, ბესიკის ქ. #3 ან გააგზავნეთ ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 0 370 27 01 72

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ფაილი: