ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია

 

ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია

 

ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. ბაკალავრის დიპლომი (ინგლისური ენის სპეციალობით)
  2. ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე (სასურველია გაგაჩნდეთ ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
  3. მასწავლებლად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი (სასურველია)
  4. სწავლების თანამედროვე  მეთოდების ცოდნა.

 

შერჩევის პროცესი განხორციელდება 3 ეტაპად:

  1. რეზიუმეების განხილვა;
  2. ტესტირება;
  3. გასაუბრება.

 

სამუშაო განაკვეთი: არასრული 

 ანაზღაურება: 100$-ის ექვივალენტი ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com  

წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!