30 აგვისტო უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

30 აგვისტო უგზო–უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მომზადდა ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ,,ნაბიჯი მომავლისკენ" და ფონდ ,,მოლოდინის"ერთობლივი თანამშრომლობით. ღონისძიებაზე დაპატიჟებულ იყვნენ 1992–93, 2008 წლების ომში უგზო–უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანის ოჯახის წევრები, გორის ეპარქიის, მასმედიის,  სამთავრობო სტრუქტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.