ინფორმატიკის მასწავლებლის ვაკანსია

ა(ა)იპ კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების თანადგომა“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ინფორმატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა (სავალდებულოა ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი)
  3. სწავლების თანამედროვე  მეთოდების ცოდნა
  4. სასურველია მასწავლებლად/რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება

 

 

შერჩევის პროცესი განხორციელდება 2 ეტაპად:

  1. რეზიუმეების განხილვა;
  2. გასაუბრება.

 

სამუშაო განაკვეთი: არასრული 

 ანაზღაურება: 100$-ის ექვივალენტი ყველა გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ავტობიოგრაფია (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nabiji02@gmail.com  

წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

გისურვებთ წარმატებებს!